30 ნოემბერი 2024,   10:36
ვრცლად
იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში ვაჟა გაფრინდაშვილს თბილისში ვიხილავთ - გიორგი გახარაია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელიც ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფება, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატყვევებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო სხდომის პროცესის შეფასება არ ისურვა.

პრემიერმა გამოთქვა იმედი, რომ ქართველი ექიმი უახლოეს მომავალში საკუთარ ოჯახში დაბრუნდება. 

"მე ამ პროცესებზე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ, გავაკეთებ კომენტარს მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში ჩვენს მოქალაქეს ვიხილავთ თბილისში თავის ოჯახის წევრებთან ერთად,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სასამართლომ ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი წინასწარ ორთვიან პატიმრობაში დატოვა.

დღის ამბები