30 ნოემბერი 2024,   10:35
ვრცლად
“საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს მოვუწოდებთ, გაფრინდაშვილის საკითხი არ გადაიყვანონ პოლიტიკურ სივრცეში“ - მარია ზახაროვა

“ჩვენ, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს მოვუწოდებთ, გაფრინდაშვილის საკითხი არ გადაიყვანონ პოლიტიკურ სივრცეში“ - ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის და ბეჭდვის დეპარტამენტის უფროსმა მარია ზახაროვამ, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატყვევებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ გააკეთა. ზახაროვას განცხადებითვე, საკითხი ჟენევის დისკუსიების ფარგლებში განიხილებოდა.

“ჩვენ, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს მოვუწოდებთ  პრობლემა არსებული მექანიზმების საშუალებით მოაგვარონ. ეს თემა განიხილებოდა ჟენევის დისკუსიების ფარგლებში და რუსეთმა, ორივე მხარეს მოუწოდა გამოიჩინონ კეთილი ნება, რათა გაფრინდაშვილის საკითხი არ გახდეს მათ შორის, ისედაც რთული ვითარების დაძაბვის საბაბი,“ - აცხადებს ზახაროვა.

შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ.  სასამართლომ ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი წინასწარ ორთვიან პატიმრობაში დატოვა.

ე.წ. სასამართლოს დახურულ სხდომას, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალში გაიმართა, თავად ვაჟა გაფრინდაშვილიც ვლადიკავკაზელ ადვოკატთან ერთად ესწრებოდა. შემდეგი ე.წ. სასმართლო სხდომა მომდევნო კვირას ჩაინიშნა. 

დღის ამბები