30 ნოემბერი 2024,   11:27
ვრცლად
თურქეთიდან შემოტანილ 49 ტონა კარტოფილში მავნე ორგანიზმები აღმოჩნდა

საბაჟო გამშვებ პუნქტზე - "სარფი," თურქეთიდან შემოტანილ 49 ტონა სასურსათო კარტოფილში მავნე ორგანიზმები აღმოჩნდა.  ინფორმაციას ამის შესახებ შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

"ფიტოსანიტარიული სასაზღვრო კონტროლის ფარგლებში, აღნიშნული საქონელი, საკარანტინო მავნე ორგანიზმებზე ლაბორატორიულ კვლევას დაექვემდებარა. კვლევის შედეგად, პროდუქტში საკარანტინო ობიექტის, კარტოფილის რგოლური სიდამპლის (Clavibacter Michiganensis Subsp. Sepedonicus) არსებობა დადასტურდა. აღნიშნული ტვირთი, უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა,"- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

დღის ამბები