30 ნოემბერი 2024,   11:31
ვრცლად
გაათავისუფლებენ თუ არა ვაჟა გაფრინდაშვილს - ექიმის ე.წ. სასამართლო პროცესი ცხინვალში დღეს გაიმართება

ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი ცხინვალში დღეს 4 საათზეა დანიშნული.

ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის მიერ 9 ნოემბერს გატაცებული ექიმი ორთვიან წინასწარ პატიმრობაში ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის იმყოფება. მის ინტერესებს დღეს ადგილობრივი უფლებადამცველი დაიცავს.

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში აცხადებს, რომ ქართული მხარე ყველაფერს აკეთებს ექიმის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად.

"სასამართლო ე.წ. პროცესების განხილვაში ვერ შევა, მაგრამ ნამდვილად შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ არ დუნდება და ძალიან ინტენსიურად, მაქსიმალური მობილიზებით ხორციელდება ყველა ძალისხმევა.

საჯარო სივრცეშიც მოისმენდით არა მარტო ქართულ მხარეს, არამედ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებსაც და ზოგიერთ შემთხვევაში რუსული მხარეც აკეთებს კარგა ხანია უკვე მინიშნებებს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი მალე უნდა იქნეს გათავისუფლებული," - აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.

დღის ამბები