30 ნოემბერი 2024,   10:51
ვრცლად
სცენარისტი და რეჟისორი ზაზა ურუშაძე დღეს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს

სცენარისტი და რეჟისორი ზაზა ურუშაძე დღეს სიონის ტაძრიდან გამოასვენეს და საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. 

ზაზა ურუშაძის გადაღებულ ფილმებს შორის იყო "მანდარინები", "ბოლო გასეირნება", "დარჩი ჩემთან", "სამი სახლი", "აქ თენდება", "მათთვის, ვინც მამამ მიატოვა" და ასევე სერიალი "ცხელი ძაღლი".

2013 წელს ზაზა ურუშაძის მიერ გადაღებული ფილმი "მანდარინები" ოქროს გლობუსისა და ოსკარის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში იყო ნომინირებული. მისი მოღვაწეობა კინოკავშირსა და კინოცენტრს უკავშირდებოდა. ცნობილი რეჟისორი გულის შეტევით 7 დეკემბერს გარდაიცვალა.

ზაზა ურუშაძეს მეგობრები და მსახიობები იხსენებენ როგორც ადამიანს, რომელმაც ქართულ კინოხელოვნებაში სრულიად ახალი ესთეტიკა შემოიტანა.

"გარდა იმისა, რომ ვმუშაობდით ერთად, ასევე - კარგი სამეგობრო, საურთიერთობო კაცი იყო. ეს ძალიან იშვიათობაა ჩვენს ცხოვრებაში, რომ არ დაკარგო ადამიანური ურთიერთობები ორომტრიალში, რაც ჩვენ ირგვლივ ხდება," - ამბობს მურმან ჯინორია.

დღის ამბები