30 ნოემბერი 2024,   10:24
ვრცლად
რეგიონული თანამშრომლობა და საერთო გამოწვევები - გახარია სუამ-ის წევრი სახელმწიფოების პლენარულ სესიას დაესწრო

სუამ-ის სამიტი ოფიციალურად დაიწყო. საქართველოს პრემიერ მინისტრი სუამ-ის წევრი სახელმწიფოების მთავრობათა მეთაურებთან ერთად, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ხვალ კი, უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტ ზელენსკისა და პრემიერ-მინისტრ გახარიას შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართება.

უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ კი გიორგი გახარია, მოლდოველ, უკრაინელ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად სუამ-ის წევრი სახელმწიფოების პლენარულ სესიას დაესწრო. მთავარი თემა რეგიონული თანამშრომლობა და საერთო გამოწვევებია.ს.

„შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერება სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას, მოეწერება სტრატეგიული თანამშრომლობის უმაღლესი ორგანოს დებულებას და რეგლამენტს. ანუ, ყველა მიმართულებით, საქართველოს და უკრაინას ექნებათ თანხვედრი პარტნიორული ურთიერთობის გამომხატველი ნიშნები და საკითხები.“ - განაცხადა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა უკრაინაში, თეიმურაზ შარაშენიძემ. 

დღის ამბები