30 ნოემბერი 2024,   10:48
ვრცლად
კახა ოქრიაშვილმა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტას მხარი არ დაუჭირა

მმართველი გუნდიდან ერთადერთი იყო მაჟორიტარი კახა ოქრიაშვილი, ვინც  ნიკანორ მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი არ დაუჭირა.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის" თავმჯდომარე ამბობს, რომ ნიკა მელიას უფლება აქვს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს. აქედან გამომდინარე, კახა ოქრიაშვილის თქმით, სააპელაციო სასამართლოს თეორიულად აქვს უფლება, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებები გააუქმოს.

"მელიას აქვს უფლება გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში და თეორიულად, სააპელაციო სასამართლოს აქვს უფლება გააუქმოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებები.

მერე მელია გამოვა და უნდა დავაბრუნოთ ამ დარბაზში და აქედან გამომდინარე, მე დაველოდებოდი სააპელაციო სასამართლოს დასკვნას. მე ვფიქრობ, რომ ეს არის სერიოზული არგუმენტი და აქედან გამომდინარე არ მივეცი ხმა," - განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

დღის ამბები