30 ნოემბერი 2024,   10:25
ვრცლად
ეს იყო წმინდა წყლის პოლიტიკური ხასიათის გადაწყვეტილება - ნიკა მელია

ნიკა მელია მისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას აფასებს. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ მისთვის ეს გადაწვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა და აღნიშნავს, რომ მისი პოლიტიკური განეიტრალების სურვილი პირადად ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნოდა.

"არანაირი საერთო არ აქვს ამ ყველაფერს სამართალთან. ეს იყო წმინდა წყლის პოლიტიკური ხასიათის გადაწყვეტილება. ძალიან გაუჭირდათ და 20 ივნისის მოვლენების შემდეგ ვერ დამაკავა ივანიშვილმა, ვერ დამაპატიმრა და დიდწილად, ამ ყველაფერში მას ხელი შეუშალა სწორედაც ჩემმა დეპუტატობამ და სტატუსმა. შემდეგ მოიგონეს ეს საქმე, რომელიც თაროზე იყო მტვერდადებული. გავაგრძელებ ბრძოლას, ისევე, როგორც ვაგრძელებდი 2014 წლიდან მოყოლებული ოლიგარქის წინააღმდეგ,“ - აცხადებს ნიკა მელია.

დღის ამბები