30 ნოემბერი 2024,   11:32
ვრცლად
უსიამოვნო სუნის ინციდენტიდან რამდენიმე საათში პარლამენტმა მუშაობა განაახლა

სუნის ინციდენტიდან რამდენიმე საათში პარლამენტმა მუშაობა განაახლა, ტრიბუნაზე გუგული მაღრაძის გამოსვლის შემდეგ კი კენჭისყრების გამართვამდე ისევ ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. უმრავლესობა დღეს პარლამენტარ ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერებას და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დასანიშნად კენჭისყრების გამართვას აპირებს.

პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერების დასხმის შემდეგ რამდენიმე ადამიანმა თავი შეუძლოდ იგრძნო. უმრავლესობის დეპუტატები მომხდარში ოპოზიციის დეპუტატებს ადანაშაულებენ, მათი თქმით, გაურკვეველი სითხე დარბაზში სწორედ მათ დაასხეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა მოძრაობა "სირცხვილიამ" აიღო.

დღის ამბები