30 ნოემბერი 2024,   10:44
ვრცლად
17 დეკემბერს ევგენი მიქელაძის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი შოსტაკოვიჩის მე-7 სიმფონიას შესარულებს

17 დეკემბერს ევგენი მიქელაძს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი შოსტაკოვიჩის მე-7 სიმფონიას შესარულებს. სტანდარტულად ორკესტრი მუსიკალურ თხზულებებს 90 მუსიკოსისგან დაკომპლექტებული შემადგენლობით ასრულებს, თუმცა ეს სიმფონია მასშტაბურობიდან გამომდინარე 120 კაციანი ორკესტრით შესრულდება.

მუსიკალური თხზულება სახელწოდებით ლენინგარდული საათი და 20 წუთი გრძელდება. ორკესტრები მას იშვიათად ასრულებენ. ნაწარმოების სირთულიდან და მუსიკოსების რაოდენობიდან გამომდინარე.

სიმფონიაზე მუშაობა, რომელზეც კომპოზიტორმა 1941 წლის დეკემბერში დაასრულა ერთ-ერთი მონუმენტური მუსიკალური ნაწარმოებია და მისი ისტორიაც ისეთივე სულის შემძვრელია, როგორც თავად ლენინგარდის ბლოკადის დროს დატრიალებული ადამიანური ისტორიები. ბლოკირებულ ქალაში, სადაც შიმშილი და ომი მძვინვარებდა კომპოზიტორის მუსიკალური თხზულების შესრულება წარმოუდგენელი მოვლენა იყო. თუმცა ეს იყო ერთადერთი იარაღი და გზავნილი დანარჩენ მსოფლიოს ხელოვნების მარადიულობის დასტურად.

ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვნელობით და კახი სოლომნიშვილის დირიჟორობით 17 დეკემბერს შოსტაკოვიჩის ურთულესი მუსიკალური ნაწარმოების შესასრულებლად ემზადება.

დღის ამბები