30 ნოემბერი 2024,   10:24
ვრცლად
25 წლიანი რთული ისტორიის მქონე ტელევიზიის ახალი ეტაპი და რთული დავის დასასრული

25-წლიანი რთული ისტორიის მქონე ტელევიზიის ახალი ეტაპი და ასევე რთული დავის დასასრული -  სტრასბურგმა საქმე დახურულად გამოაცხადა.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს კითხვები არ აქვს, "რუსთავი2-ის" სარედაქციო პოლიტიკაზე ნელ-ნელა კითხვები ქრება საქართველოშიც. არხის ობიექტურობას მაყურებელი აფასებს - ის მაყურებელი, რომელიც ერთხელ უკვე დარჩა "კურიერის" გარეშე.

სტრასბურგის სასამართლომ ძმები ყარამანაშვილების საჩივარი  განიხილა და დიდ პალატაში საქმის გადასინჯვაზე უარი განაცხადა. საქმე ევროპული სასამართლოს ხუთმა მოსამართლემ 9 დეკემბერს განიხილა. სტრასბურგის სასამართლომ 18 ივლისის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

არხის კანონიერი მფლობელი ქიბარ ხალვაში წერილობით გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელსაც "რუსთავი 2-ის" ყველა გულშემატკივრის გამარჯვება უწოდებს.

სახალხო დამცველის აპარატს, რომელიც 3 წლის განამვლობაში სტრასბურგის სასამართლო განხილვებში მეგობრის სტატუსით იყო ჩართული, კითხვის ნიშნები არ აქვს არხის სარედაქციო პოლიტიკასთან დაკავშირებით. ნინო ლომჯარია ამბობს, რომ სტრასბურგის ახალ გადაწყვეტილებას სრულად ენდობა.

ირაკლი ტაბლიაშვილი წლების განმავლობაში დარწმუნებული იყო, რომ ახალი მენეჯმენტის პირობებში არხის სარედაქციო პოლიტიკას საფრთხე შეექმნებოდა. ასევე ღიად ამბობდა, რომ "რუსთავი 2-ს" ქიბარ ხალვაში სახელისუფლებო არხად აქცევდა, დღეს ის სხვა პოზიციაზეა.

თუმცა დღემდე კრიტიკულია "საერთაშორისო გამჭვირვალობა".  გია გვილავას განცხადებით,  კითხვის ნიშნები გაჩნდა მაშინ, როდესაც არხის ხელმძღვანელობამ მოსვლიდან მალე საინფორმაციო სამსახურის უფროსი და ტელეარხის რამდენიმე წამყვანი გაათავისუფლა.

საპარლამენტო ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ბრძოლის შედეგად ხელისუფლებამ 3 კრიტიკული მედიაორგანიზაცია მიიღო. პოლიტიკოსების ნაწილი სტრასბურგის სასამართლოს არ აკრიტიკებს, თუმცა გადაწყვეტილებას არ იზიარებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები