30 ნოემბერი 2024,   10:26
ვრცლად
მარჯანიშვილის მეტროსთან ორი მამაკაცი დაჭრეს

ორი მამაკაცი დაჭრეს მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ისინი სავარაუდოდ მამა-შვილი არიან. სისხლიან დაპირისპირებაში ფიგურირებს სამი ადამიანი.

დაჭრილები ალადაშვილი კლინიკაში არიან გადაყვანილები, თვითმხილველების თქმით ორი გასროლის ხმა გაიგეს და დაჭრილები ბარძაყის არეში არიან დაჭრილები, მათი მდგომარეობა სტაბილურია. 

ფაქტი "რუსთავი2"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებს ჯერ-ჯერობით არავინ დაუკავებიათ და საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7-ე ნაწილითა და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა ტარებას გულისხმობს.

დღის ამბები