30 ნოემბერი 2024,   10:42
ვრცლად
გიგი უგულავას ინფორმაციით, პოლიცია ამ წუთებში მას ბრალს უყენებს

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას, პოლიციამ ბრალი წაუყენა - ინფორმაციას „ფეისბუქის“ გვერდზე თავად უგულავა ავრცელებს.

„ჰოი საოცრებავ! პოლიცია დიდსულოვნად მომადგა სახლში და ბრალს მიყენებენ 126-ე მუხლით პირველი ნაწილით, რაც პირის ცემას გულისხმობს.

ვინმე ბადრი გავაშელაშვილი ყოფილა, ვინც მიჩივის, მცემაო. პროფესიით ძიუდოისტი. მე დავესხი თავს ძიუდოისტს,“ - წერს უგულავა.

შეგახსენებთ, "ევროპული საქართველოს" წევრების, გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილის ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მათ თავს ორი უცნობი პირი დაესხა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით, დაიწყო. 

დღის ამბები