30 ნოემბერი 2024,   10:31
ვრცლად
"მთის ხალხი კულტურასთან ერთად იცავს საზღვრებსაც" - გიორგი გახარია

მთის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მთავარი თემა მაღალმთიან რეგიონებში მოსახლეობის გადინება იყო.

ღონისძიებას მთავრობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მათი განცხადებით, განვითარებისთვის საჭიროა ინვესტიციების მოზიდვა.

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აღნიშნავს, რომ მთის ხალხი კულტურასთან ერთად საქართველოს საზღვრებსაც იცავს.

"ის ხალხი, ვინც მთაში ცხოვრობს ამ პირობებში,  კულტურასთან ერთად იცავენ საზღვრებსაც,"-  განაცხადა გიორგი გახარიამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აღნიშნავს, რომ მთის ხალხისთვის სახელმწიფო ძალიან ბევრ კარგ საქმეს აკეთებს.

​"მხარდამჭერი პროგრამა არსებობს, რომ ჩვენ ხელი შევუწყოთ მთის ხალხს და მათ მაღალი ხარისხის განათლება ჰქონდეთ ისე, რომ  ბარში ჩამოსვლა არ უწევდეთ," - განაცხადა ნათია თურნავამ.

დღის ამბები