30 ნოემბერი 2024,   10:41
ვრცლად
არასამთავრობოები ხელისუფლებას მოუწოდებენ, მოსამართლეებზე ოპოზიციასთან მსჯელობა გააგრძელოს

არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მოსამართლეთა შერჩევის პროცესს აკვირდებიან, საგანგებო განცხადებას ავრცელებენ.

მესამე სექტორი უმრავლესობას მოუწოდებს, არ მიიღოს ერთპიროვნული გადაწყვეტილება და მოსამართლეებზე ოპოზიციასთან მსჯელობა გააგრძელოს. არასამთავრობოები ორმხრივ გარიგებაზეც საუბრობენ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი ვახუშტი მენაბდე ამბობს, რომ მოსამართლეთა სია კლანისთვის და ხელისუფლებითვის მისაღები კადრებით დაკომპლექტდა.

"ეს სია არის ამ ორ ძალას შორის შეთანხმების, გარიგების პროდუქტი. ამ ვითარებას და მდგომარეობას მხოლოდ და მხოლოდ ერთი გამოსავალი აქვს - თუ მოიძებნა რამდენიმე კანდიდატი, რომელსაც ექნება ორმხრივი მხარდაჭერა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მხრიდან," - აცხადებს ვახუშტი მენაბდე.

"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე კი მიიჩნევს, რომ თუ  საზოგადოებაში იარსებებს კონსენსუსი კანდიდატთა კვალიფიკაციასა და კეთილსინდისიერებაზე, ამ კანდიდატებს საზოგადოებრივი ნდობა ექნებათ.

"ვისურვებდი, საქართველოს პარლამენტმა გადაწყვეტილება არ მიიღოს ერთპარტიულად, არამედ ეს იყოს ერთგვარი შეთანხმება," - აღნიშნა გიორგი მშვენიერაძემ.

დღის ამბები