სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო განიხილავს საქმეს, რომლის მიხედვით, სან სუ ჩის როჰინჯა მუსლიმების გენოციდში ადანაშაულებენ.
მიანმარში ერთნიკური უმცირესობის დევნა 2017 წლიდან დაიწყო, რა დროსაც სამთავრობო ჯარმა ათასობით ადამიანი მოკლა, მათ შორის ბავშვები. 700 000 როჰინჯა იძულებული გახდა, მეზობელი ბანგლადეშისთვის შეეფარებინა თავი.
მიანმარის ლიდერი ბრალდებას უარყოფს. აღსანიშნავია, რომ მას მშვიდობის დარგში ნობელის პრემია და სხვა უამრავი ჯილდო აქვს მინიჭებული.