30 ნოემბერი 2024,   10:43
ვრცლად
ბრიყვებს, ვინც ასეთ თავდასხმებს გეგმავს, ბუმერანგივით მოხვდებათ ცხვირში - გოკა გაბაშვილი

"ამ ბრიყვებს, ვინც გეგმავს ასეთ რაღაცებს, ჰგონიათ, რომ ვინმეს შეაშინებენ, ან გეგმებს შეაცვლევინებენ" -ეს განცხადება "ევროპული საქართველოს" წევრმა გოკა გაბაშვილმა მასსა და გიგი უგულავაზე განხორციელებული თავდასხმის თაობაზე გააკეთა.

გაბაშვილი დარწმუნებულია, რომ თავდასხმა ხელისუფლებამ დაგეგმა და განახორციელა.

"თუ ჰგონიათ, რომ ვინმეს ან დისკომფორტს შეუქმნიან, ან შეაშინებენ, ან გეგმებს შეაცვლევინებენ, ან ბრძოლისუნარიანობასა და ჟინს გამოაცლიან, მოქანცავენ - ასე არა იქნება.  ეს ყველაფერი ბუმერანგივით მოხვდებათ ცხვირში,"- განაცხადა გოკა გაბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ "ევროპული საქართველოს" წევრებზე, გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილზე თავდასხმის თაობაზე 5-საათიანი გამოკითხვა ცოტა ხნის წინ დასრულდა. 

"ევროპული საქართველოს" წევრების ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მათ თავს ორი უცნობი პირი დაესხა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. 

ამავე თემაზე
დღის ამბები