30 ნოემბერი 2024,   10:28
ვრცლად
"პრეზიდენტის განცხადება კონტექსტიდან იყო ამოვარდნილი"- ნათია თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ პრეზიდენტის განცხადება კონტექსტიდან იყო ამოვარდნილი, რაც, მისი თქმით, ხშირად ხდება.

მინისტრის თქმით, ქართული ჯარი პატივსაცემი ინსტიტუტია და ყველაფერი კეთდება მისი განვითარებისათვის.

"ქართული ჯარი არის ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი ინსტიტუტი. ქართველი ჯარისკაცი არის ჩვენი განსაკუთრებული ზრუნვის საგანი. ეს ასახულია ყველა ჩვენს გადაწყვეტილებაში, მათ შორის, 2020 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებში. გარდა ამისა, საქართველოს ჯარი არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული პატივსაცემი ინსტიტუტი ჩვენი მოსახლეობისთვის. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ჯარი იყოს უზრუნველყოფილი, ნატო-ს სტანდარტების შესაბამისი ჯარი გვყავდეს.

რაც შეეხება კონკრეტულად პრეზიდენტის განცხადებას, ამის თაობაზე უკვე გააკეთა განმარტება. კონტექსტიდან იყო ამოვარდნილი, როგორც სამწუხაროდ, ზოგჯერ ხდება ხოლმე", - განაცხადა ნათია თურნავამ.

დღის ამბები