30 ნოემბერი 2024,   10:48
ვრცლად
"ხომ არ არის ეს ბატონი გიგისა და ბატონი გოკას ქმედებების შედეგი?!" - მაია ცქიტიშვილი უგულავასა და გაბაშვილზე თავდასხმის შესახებ

"ევროპული საქართველოს" ლიდერებზე თავდასხმას სამართალდამცველები იძიებენ და მომხდარი, სავარაუდოდ, ქვეყანაში შექმნილ დაძაბულ ფონს უკავშირდება - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა. 

"მე პირიქით ვიტყოდი, ხომ არ არის ეს ბატონი გიგისა და ბატონი გოკას ქმედებების შედეგი?! თუმცა ამასაც არ აქვს მნიშვნელობა," - ამბობს მაია ცქიტიშვილი.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქმეზე ყველა კითხვაზე პასუხს გამოძიება გასცემს.

"როგორც ვიცი, ამ თავდასხმასთან დაკავშირებით საქმე არის აღძრული და გამოძიების პროცესში მივიღებთ ყველა კითხვაზე პასუხს. სავარაუდოდ, ეს ყველაფერი არის დაკავშირებული იმ ძალიან დაძაბულ ფონთან, რომელიც ქვეყანაში გვაქვს," - აღნიშნა ცქიტიშვილმა.

 

 

 

დღის ამბები