30 ნოემბერი 2024,   11:26
ვრცლად
ფემიციდის 16 შემთხვევა ბოლო 10 თვეში - სახალხო დამცველი სტატისტიკას აქვეყნებს

ბოლო 10 თვის განმავლობაში საქართველოში ფემიციდის 16 შემთხვევა დაფიქსირდა. სახალხო დამცველის კვლევის მიხედვით, ოჯახური დანაშაულის ნიშნები 12 შემთხვევაში იკვეთება.

ომბუდსმენის ინფორმაციით, სტატისტიკა მძიმეა, თუმცა მკვლელობების რაოდენობა ბოლო წლებთან შედარებით იკლებს. მთავარ პრობლემად ისევ კანონმდებლობა სახელდება, სისხლის სამართლის კოდექსში ფემიციდის მუხლი არ არსებობს.

"დინამიკა ძალიან განსხვავდება იმისგან, რაც იყო 2014-2015 წლებში და რაც ხდება 2017-2018 წლის შემდგომ.

ასევე, გაუმჯობესებულია პროკურატურის და შსს-ს საქმიანობა ამ მიმართულებით. წინა წლებისაგან განსხვავებით, პროკურატურას არ გამოუყენებია თითქმის არც ერთი საპროცესო შეთანხმება ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე. ალბათ ამის შედეგიც არის ის, რომ თუნდაც შარშან შედარებით შემცირებული იყო სტატისტიკა. თუმცა ცხადია, კვლავ გვაქვს პრობლემები, განსაკუთრებით - სასამართლოს ეტაპზე," - აცხადებს ნინო ლომჯარია.

დღის ამბები