30 ნოემბერი 2024,   11:25
ვრცლად
პრეზიდენტს ალბათ უფრო მეტი დაფიქრება სჭირდება, როდესაც საუბრობს ჯარზე - კახა კალაძე

პრეზიდენტის განცხადებას სახელისუფლებო გუნდის წევრები განსხვავებულად აფასებენ. სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტის განცხადება კონტექსტიდან ამოვარდნილია.

"ეს იყო არასწორად ინტერპრეტირებული პრეზიდენტის განცხადება, რაც მე წავიკითხე. ის საუბრობდა განათლებაზე, მეცნიერებაზე და ა.შ.“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

დედაქალაქის მერი კახა კალაძე პრეზიდენტის განცხადების შეფასებისას ამბობს, რომ  სალომე ზურაბიშვილს განცხადებების გაკეთებისას მეტი დაფიქრება მართებს, მით უმეტეს, როდესაც ჯარზე საუბრობს.

"პრეზიდენტს ალბათ უფრო მეტი დაფიქრება სჭირდება, როდესაც საუბრობს ჯარზე. მით უმეტეს, ის გახლავთ მთავარსარდალი. რა თქმა უნდა, ჩვენ გვყავს ჯარი, გვყავს ღირსეული ჯარისკაცები, გვყავს გმირები, ადამიანები, რომლებიც მართლაც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ერთიანი. თვითონ კონტექსტს რაც შეეხება, ცოტა განსხვავებული კონტექსტი იყო, შინაარსობრივად რომ შევხედოთ მის განცხადებას. ასე რომ, ამასთან დაკავშირებით ადმინისტრაციამაც გააკეთა განმარტება,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 

დღის ამბები