30 ნოემბერი 2024,   10:40
ვრცლად
დიდი იმედი მაქვს, რომ ლარი განაგრძობს გამყარებას - ნათია თურნავა

ლარის გამყარებას ეკონომიკის მინისტრი ხელისუფლების კოორდინირებულ მუშაობას უკავშირებს. ნათია თურნავას თქმით, ეს მიმდინარე პროცესი ადა ლარის გამყარება გაგრძელდება.

10 დეკემბრის მონაცემებით ლარის ოფიციალური გაცვლით კურსი დოლართან მიმართებაში 2 ლარი და 90 თეთრია

"ლარის გამყარება, ეს არის ფაქტი, ეს არის მიმდინარე პროცესი. მე ძალიან დიდი იმედი და არა მხოლოდ იმედი, რწმენა მაქვს, რომ ლარი განაგრძობს გამყარებას. ეს არის შედეგი ჩვენი კოორდინირებული, მიზანმიმართული ეკონომიკური პოლიტიკის, რომელშიც ეროვნული ბანკი თავის მნიშვნელოვან სიტყვას ამბობს, მაგრამ არა მხოლოდ. ჩვენ ერთის მხრივ, ყველანაირად ვცდილობთ, რომ შევაკავით ინფლაცია და ამას ვაკეთებთ წარმატებით და ამას მალე იგრძნობს მოსახლეობა,“ - აცხადებს ნათია თურნავა.

დღის ამბები