30 ნოემბერი 2024,   10:33
ვრცლად
"სია, რომელიც გაეგზავნა  პარლამენტს, იზიარებს ჩინჩალაძის პოლიტიკას" - მოსამართლეების დამტკიცებამდე ორი დღე რჩება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცებამდე ორი დღე რჩება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები დეპუტატებს მოუწოდებენ სია ჩააგდონ და 20 კანდიდატიდან მხარი არც ერთს არ დაუჭირონ.

ნაზი ჯანეზაშვილი განმარტავს, რომ სია, რომელიც საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნა, დარღვევებით არის შედგენილი.

"სია, რომელიც გაეგზავნა საქართველოს პარლამენტს, შედგენილია დარღვევებით, იზიარებს ჩინჩალაძის პოლიტიკას და მის ინტერესებს. ამიტომ, იქიდან ერთი ადამიანის გაყვანაც და დანიშვნაც ნიშნავს იმას, რომ ჩინჩალაძე თავის ინტერესებს გარკვეული დოზით, უკვე ატარებს უზენაეს სასამართლოში. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ყველამ კარგად გაიაზროს, რა სერიოზულ პროცესთან გვაქვს საქმე, როდესაც საქმე ეხება უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტებას“ - აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, გიორგი მიქაუტაძეს, რომელიც ამავდროულად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატიცაა, საკუთარ კანდიდატურასთან დაკავშირებით დადებითი მოლოდინი აქვს.

"კონკრეტულ შეფასებებს მე ნამდვილად ვერ გავაკეთებ და თავად გადაწყვეტს ალბათ ინდივიდუალურად ყველა ამ საკითხს. რაც შეეხება ჩემს მოლოდინს, მაქვს დადებითი მოლოდინი. იმიტომაც ვარ ამ პროცედურაში და ამ კონკურსში. სხვა შემთხვევაში, მე არ ვიქნებოდი,“ - აცხადებს გიორგი მიქაუტაძე.

ავტორი: ლელუკა ჯავახიშვილი

 

 

დღის ამბები