30 ნოემბერი 2024,   10:30
ვრცლად
საოკუოპაციო რეჟიმი გაფრინდაშვილის პატიმრობას მიზანმიმართულად აჭიანურებს - ქეთევან ციხელაშვილი

ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებად ხელისუფლება საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ყველა ბერკეტს იყენებს, ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

სახელმწიფო მინისტრი იმედოვნებს, რომ უკანონო პატიმრობაში მყოფი ექიმი უმოკლეს ვადებში ოჯახს დაუბრუნდება.

"ერთი თვეა უკვე, რაც ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი იმყოფება უკანონო ტყვეობაში. ამ პერიოდის განმავლობაში არაერთხელ იყო გარკვეული მინიშნებები სწორედ საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან და ეს ინფორმაცია საზოგადოებასაც გავუზიარეთ. თუმცა საოკუპაციო რეჟიმი ექიმის პატიმრობას მიზანმიმართულად აჭიანურებს,"- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

 

დღის ამბები