30 ნოემბერი 2024,   10:51
ვრცლად
პრივილეგირებული პატიმრების არსებობის თვალსაჩინო მაგალითია ქსნის #15 დაწესებულება - უჩა ნანუაშვილი

ციხეებში პრივილეგირებული პატიმრების არსებობას სახალხო დამცველის შემდეგ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც ადასტურებენ. არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" დირექტორი, ყოფილი ომბუდსმენი უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ ადმინისტრაცია რიგ შემთხვევებში შესაძლებლობას აძლევს კრიმინალურ სამყაროს, რომ სისტემა მათ მართონ:

"კრიმინალური სუბკულტურა ბოლო წლებში განსაკუთრებით არის გაძლიერებული. ადმინისტრაცია იმის ნაცვლად, რომ კანონით იხელმძღვანელოს და კანონის შესაბამისად მართოს სისტემა, სამწუხაროდ სწორედ რიგ შემთხვევებში აძლევს შესაძლებლობას კრიმინალურ სამყაროს, რომ მათი მეშვეობით მოხდეს დიდი დაწესებულებების მართვა. სახელმწიფომ ქმედითი ღონისძიებები უნდა განახორციელოს კრიმინალური სუბკულტურის დასაძლევად, გარკვეული სტრატეგიის მიღების აუცილებლობაზეც ვსაუბრობდით, გარკვეული ნაბიჯები ამ კუთხით გადაიდგა, მაგრამ ბოლომდე არ ყოფილა რეფორმა განხორციელებული," - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

"ციხის საერთაშორისო რეფორმის" სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორი ცირა ჭანტურია პრივილეგირებული პატიმრების არსებობის მაგალითად ქსნის #15 დაწესებულებას ასახელებს:

"ეს პრობლემა არის თვალსაჩინო ისეთ დაწესებულებებში, სადაც დიდი რაოდენობით არიან პატიმრები განთავსებული. ე.წ ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებში. ამის თვალსაჩინო მაგალითია ქსნის #15 დაწესებულება და რა თქმა უნდა ამ პრობლემის მოგვარება საჭიროებს მთელი რიგი ღონისძიებების გატარებას, მათ შორის ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით," - აღნიშნა ცირა ჭანტურიამ.

დღის ამბები