30 ნოემბერი 2024,   10:41
ვრცლად
წულუკიანი ლომჯარიას მასთან ერთად საპატიმროში შესვლას და მსჯავრდებულებთან შეხვედრას სთავაზობს

თეა წულუკიანი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პრივილეგირებული პატიმრების არსებობას გამორიცხავს. წულუკიანი ლომჯარიას სთავაზობს, მასთან ერთად შევიდეს საპატიმროში და მსჯავრდებულებს შეხვდეს.

წულუკიანის თქმით, მას ჰქონდა მოლოდინი, რომ კრიტიკა სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებით იქნებოდა, რადგან ამ მხრივ გამოწვევები მართლაც არსებობს. 

"წამობრძანდეს ჩემთან ერთად ე.წ ზონებში, თუ ეს არის მისი ინტერესის საგანი. ჩამოართვას ხელი პატიმრებს ჩემთან ერთად, ვისაუბროთ და გადავჭრათ, თუკი რაიმე პრობლემა არსებობს. მე მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ დღეს ციხეებს მართავს სახელმწიფო, რომელიც ზრუნავს პატიმრების უფლებებზე. არავითარი კანონიერი ქურდის მმართველობა არცერთ დაწესებულებაში არ არის და ვერ იქნება,"- განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღის ამბები