30 ნოემბერი 2024,   10:41
ვრცლად
ე.წ. მრავალმანდატიანი მაჟორიტარული სისტემა - ოპოზიცია ხელისუფლების გადაწყვეტილების მოლოდინშია

ოპოზიცია ხელისუფლების გადაწყვეტილების მოლოდინშია - დათანხმდება თუ არა მმართველი გუნდი 2020 წლის არჩევნებისთვის ე.წ. მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების შექმნას, ჯერჯერობით უცნობია.

გადაჭრით უარი ამ ინიციატივაზე ხელისუფლებას არ უთქვამს, თუმცა ოპოზიცია ოფიციალურად გაფორმებულ დოკუმენტს ელოდება.   

ოპოზიციასთან დიალოგზე პარლამენტის თავმჯდომარემ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფორმატშიც ისაუბრა და აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ "ქართული ოცნება" პირველია, ვინც კონსტიტუციაში 2024 წელს პროპორციული არჩევნების ჩატარება ჩაწერა.

მხარეებს შორის დიალოგის აუცილებლობაზე დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრეს დიპლომატებმა. გუშინ რამდენიმესაათიანი მოლაპარაკების შემდეგ, ოპოზიცია და ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით ერთმანეთს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში დღესაც შეხვდნენ.

ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, სავარაუდოდ, კვირის ბოლოს გაიმართება. მანამდე კი ოპოზიციის გეგმები არ იცვლება და პროტესტის სხვადასხვა ფორმა ისევ ძალაში რჩება.

 

ავტორი: ქეთი ზანთარაია 

 

დღის ამბები