30 ნოემბერი 2024,   10:39
ვრცლად
"საოკუპაციო რეჟიმის ქმედებებზე სამწუხაროდ ხელისუფლება პასუხისმგებლობას ვერ აიღებს" - ქეთევან ციხელაშვილი

ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებიდან 1 თვის შემდეგ, ხელისუფლებას ისევ არ აქვს პასუხი - როდის გაათავისუფლებენ ოკუპირებული ცხინვალის ციხიდან ქართველ ექიმს.

საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკებების მიუხედავად, დე ფაქტო ცხინვალი  მოთხოვნის შესრულებაზე ისევ უარს ამბობს.

როგორც სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი აღნიშნავს, პარტნიორებთან გაფრინდაშვილის საქმეზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.

"ჩვენ საქმე გვაქვს საოკუპაციო რეჟიმთან, მის მოქმედებებთან და საუბედუროდ მის გადაწყვეტილებებთან, რაზეც, სამწუხაროდ, გასაგები მიზეზების გამო საქართველოს ხელისუფლება ვერ აიღებს პასუხისმგებლობას. რადგან ასეთი მოცემულობაა, ეს არ ნიშნავს, რომ მისაღებია რამდენიმე სახის პოლიტიკური სპეკულაცია ამ თემაზე პოლიტიკური ძალების მხრიდან და ქულების დაწერის მცდელობა. ჩვენ კი პარტნიორებთან ერთად სრული ინტენსივობით გავაგრძელებთ ამ თემაზე მუშაობას," - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

დღის ამბები