30 ნოემბერი 2024,   10:52
ვრცლად
ომბუდსმენი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. იზოლატორში ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს

ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებიდან 1 თვის შემდეგაც არ აქვს ხელისუფლებას პასუხი, როდის გაათავისუფლებენ ცხინვალის ციხიდან ქართველ ექიმს. საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკებების მიუხედავად, ოკუპირებული ცხინვალი მოთხოვნის შესრულებაზე კვლავ უარს ამბობს.

ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე ცოტა ხნის წინ კომენტარი სახალხო დამცველმა გააკეთა. ნინო ლომჯარიას განცხადებით, არსებობს იმის საშიშროება, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ დადგეს. 

ომბუდსმენის თქმით, ვაჟა ექიმის მიმართ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. იზოლატორში არასათანადო მოპყრობისა და წამების შესახებ ინფორმაცია და ფაქტები არსებობს.

"რაც შეეხება ბატონ ვაჟას მდგომარეობას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია არასათანადო მოპყრობის, წამების შესახებ ცხინვალის იზოლატორში და ასევე გვქონდა ტატუნაშვილის ტრაგიკული შემთხვევა, რომელიც  მისი გარდაცვალებით დამთავრდა, რა თქმა უნდა, გვაქვს მომეტებული შიშები, როგორი იქნება დაკავებული ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობა," - აცხადებს ნინო ლომჯარია.

დღის ამბები