30 ნოემბერი 2024,   10:50
ვრცლად
"იმედი მაქვს, დღის ბოლომდე მოვახერხებთ და კანონპროექტს გადავგზავნით ეუთო/ოდირში" - ნინო ლომჯარია

ე.წ. "გერმანული მოდელის" მოდიფიცირებულ ვერსიას სახალხო დამცველი ეუთო/ოდირს დღის ბოლომდე გადაუგზავნის.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, ამ დროისთვის  შემუშავებული დოკუმენტის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

"დიდი ალბათობით დღეს, დღის ბოლომდე, გადაიგზავნება აღნიშნული კანონპროექტი ეუთო/ოდირში, ამ წუთებშიც გადის კანონპროექტი გარკვეულ მოსამზადებელ სამუშაოებს, რომ გადაიგზავნოს საერთაშორისო ორგანიზაციებში, როგორც კი დასრულდება ტექნიკური საკითხები, დიდი იმედი მაქვს, დღის ბოლომდე მოვახერხებთ და კანონპროექტს გადავგზავნით ეუთო/ოდირში," - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

ერთ-ერთმა  ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ უნდა შეაფასოს, ეწინააღმდეგება თუ არა მოქმედ კონსტიტუციას ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი საარჩევნო სისტემის "გერმანული მოდელი".

დღის ამბები