დონბასში კონფლიქტის მოგვარების საკითხის განსახილველად დღეს ნორმანდიული ოთხეული იკრიბება.
საფრანგეთის, გერმანიის, უკრაინისა და რუსეთის ლიდერები 3 წლის შემდეგ პირველად დღეს პარიზში შეხვდებიან. დღესვე გაიმართება პუტინი-ზელენსკის პირისპირ შეხვედრაც.
უკრაინის პრეზიდენტის პარიზში გამგზავრებამდე კიევში საპროტესტო აქცია გაიმართა.
"არა კაპიტულაციას", "მოსკოვისგან თავი შორს დაიჭირე" - ამ ლოზუნგებით მაიდანზე ათასობით უკრაინელი გამოვიდა.