ილოცეთ უკრაინისთვის - რომის პაპმა მორწმუნეებს საკვირაო ქადაგების დროს მოუწოდა, არ დაივიწყონ ვითარება აღმოსავლეთ უკრაინაში და ილოცონ უკრაინელებისთვის.
პონტიფიკოსმა ხვალ პარიზში ნორმანდიული ოთხეულის ფორმატში დაგეგმილი შეხვედრის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მერკელი-მაკრონი-პუტინი-ზელენსკის დიალოგი კონკრეტული შედეგით დასრულდება.