30 ნოემბერი 2024,   10:35
ვრცლად
ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონმა პოლიციელები ჯერ ძალადობაში დაადანაშაულა შემდეგ კი ვერსია შეცვალა

ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონი სამართალდამცველებს ძალადობაში ადანაშაულებს. ლაშა ბექაური სოციალურ ქსელში მიმართავს აქვეყნებს.

ძიუდოისტმა მოგვიანებით ფეიბუქსტატუსი წაშალა და პოლიციელებთან დაპირისპირების ფაქტი სატალეფონო საუბარშიც უარყო.

თავდაპირველი ინფორმაციით კი 19 წლის სპორტსმენი ვარჯიშის შემდეგ მეგობართან ერთად მარჯანიშვილის გამზირზე მიდიოდა, სამართალდამცველებმა გააჩერეს და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი მოსთხოვეს. როგორც ბექაური სოციალურ ქსელში წერდა, რომ პოლიციელებმა ძალისმიერი მეთოდებით მანქანაში ჩასვეს და გოგოლის ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს. სპორტსმენი ყვებოდა, რომ სამართალდამცველებს თხოვდა არ ეცემათ, რადგან ჩინეთში საერთაშორისო ტურნირზე მიემგზავრებოდა. "კურიერთან" საუბარში ძიუდოს მთავარი მწვრთნელიც ამბობს, რომ ამ ფაქტის გამო თვითონაც მივიდა პოლიციის განყოფილებაში.

ლაშა გუჯეჯიანი მომხდარ ფაქტს სამწუხაროს უწოდებს და ამბობს, რომ მსოფლიო ჩემპიონი არასასურველ და არასასიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდა.

სამართალდამცველები მომხდარ ძალადობის ფაქტს არ ადასტურებენ და მათი მხრიდან გადაცდომებს უარყოფენ. საგამოძიებო უწყება თავად ედავება 19 წლის სპორტსმენს პოლიციის დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას.

პოლიციასა და სპორტსმენს შორის ინციდენტი გუშინ მარჯანიშვილის გამზირზე მოხდა. მაშ შემდეგ რაც 19 წლის ჩემპიონმა სოციალური ქსელით ინფორმაცია გაავრცელა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დაიწყო.

ვიდრე შსს სამინისტრო ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას დაუმტკიცებს, მანამდე ლაშა ბექაური საქართველოს სახელით ჩინეთში ძიუდოს საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს. 

დღის ამბები