30 ნოემბერი 2024,   10:30
ვრცლად
ველოდებით ხელისუფლების მხრიდან საინტერესო წინადადებებს - ნინო ბურჯანაძე

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე მმართველ პარტიასთან დიალოგის გაგრძელების პროცესს დადებითად აფასებს.

ამასთან, ბურჯანაძე აღნიშნავს, რომ ოპოზიცია ხელისუფლებისგან საინტერესო წინადადებებს ელოდება.

"მიმაჩნია მნიშვნელოვნად, რომ გაგრძელდა და არ შეწყდა მოლაპარაკებები, ახლა არის მეორე რაუნდი და ეს მხოლოდ პოზიტიურად შემიძლია შევაფასო. მაგრამ, რა თქმა უნდა, არ შეიძლება შეხვედრა იყოს მხოლოდ შეხვედრისთვის. ჩვენ, ბუნებრივია, ველოდებით საინტერესო წინადადებებს, რაც იქნება ხელისუფლების მხრიდან. ჩვენი პოზიცია ცნობილია, ჩვენ იგივე პოზიციაზე ვრჩებით,"- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" მმართველ პარტიასა და გაერთიანებულ ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მეორე რაუნდი მიმდინარეობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები