30 ნოემბერი 2024,   10:28
ვრცლად
დღემდე არსებული ყველა ხელისუფლება იძულებული გამხდარა კომპრომისზე წასულიყო - დავით უსუფაშვილი

"გაუგონარი პოლიტიკური უგუნურება არ არის მარტივი გამოსასწორებელი. მაგრამ ჩვენ ეს უნდა მოვახერხოთ"- ეს განცხადება "შენების მოძრაობის" თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ხელისუფლებასთან დიალოგის მეორე რაუნდის დაწყებამდე გააკეთა. 

უსუფაშვილი დარწმუნებულია, რომ თუ ოპოზიცია პრინციპული იქნება და კეთილგონივრულად იმოქმედებს, ხელისუფლება კომპრომისზე წავა.

"გაუგონარი პოლიტიკური უგუნურება არ არის მარტივი გამოსასწორებელი. მაგრამ ჩვენ ეს უნდა მოვახერხოთ. დღევანდელი შეხვედრაა მეორე რაუნდი. ხელისუფლება აცხადებდა, რომ საერთოდ არაფერი არ იყო სალაპარაკო, ახლა დარწმუნდა, რომ თურმე სალაპარაკოა, თურმე რაღაცები გასარკვევია. დღემდე არსებული ყველა ხელისუფლება ბოლოს იძულებული გამხდარა კომპრომისზე წასულიყო. ამიტომ, ჩვენს პრინციპულობასა და კეთილგონიერებაზეა დამოკიდებული ყველაფერი,"- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" მმართველ პარტიასა და გაერთიანებულ ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მეორე რაუნდი მიმდინარეობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები