30 ნოემბერი 2024,   10:48
ვრცლად
მარტივი მათემატიკური საკითხია, რომ "გერმანული მოდელი" კონსტიტუციას არ შეესაბამება - კობახიძე

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ გაერთიანებულ ოპოზიციასთან დიალოგის გაგრძელება საერთაშორისო პარტნიორების დამსახურებაა. კობახიძემ აღნიშნა, რომ ე.წ. გერმანულ მოდელთან დაკავშირებით მმართველი გუნდის პოზიცია უცვლელია.

"ჩვენ ვთანამშრომლობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. ანგარიშს ვუწევთ მათ პოზიციას. ამ შემთხვევაშიც, მათი ინიციატივა იყო მეორე შეხვედრის ჩატარება და აქედან გამომდინარე, მოვედით დღეს ამ შეხვედრაზე. ველოდებით ოპოზიციის შეთავაზებას, ვნახოთ რას წარმოგვიდგენენ დღეს და ამის მიხედვით გაგრძელდება საუბარი. "გერმანულ მოდელთან" დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არის აბსოლუტურად ცხადი, არის მარტივი მათემატიკური საკითხი ის, რომ ეს მოდელი არ შეესაბამება მოქმედ კონსტიტუციას. აქედან გამომდინარე, ჩვენ დაველოდებით სხვა წინადადებებს,"- განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" მმართველ პარტიასა და გაერთიანებულ ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მეორე რაუნდი მიმდინარეობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები