სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონულმა სამმართველომ, ოზურგეთის სოფელ დვაბზუში ცხოველთა სასაკლაოზე ვადაგასული ხორცი აღმოაჩინა.
სააგენტოს სამმართველოს უფროსის მანანა ერქომაიშვილის თქმით, ხორცი აჭარის ბაღებისთვის იყო განკუთვნილი. თუმცა ჯერჯერობით უცნობია ხორცი საიდან შემოვიდა.
ამ წუთებში სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ხორცს ლუქავენ.