რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, აბაშიძის ქუჩაზე, ღამის კლუბში მომხდარი დაპირისპირებისას ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს.
აღნიშნული ინფორმაცია "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება წუხელ, ერთ-ერთ ღამის კლუბში დაიწყო. შედეგად ორი ახალგაზრდა დაშავდა, მათ ჭრილობა ცივი იარაღით აქვთ მიყენებული. დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.