30 ნოემბერი 2024,   10:26
ვრცლად
რუსულმა სპეცსამსახურებმა მაკრონის საარჩევნო შტაბზე კიბერთავდასხმა განახორციელეს - ფრანგული მედია MacronLeaks-ის შესახებ წერს

2017 წელს საფრანგეთის  იმდროინდელი საპრეზიდენტო კანდიდატის, ემანუელ მაკრონის, მიმოწერის ინტერნეტში გავრცელების უკან რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურებთან დაახლოებული ჰაკერები დგანან.

მტკიცებულებები კიბერუსაფრთხოების სფეროში მომუშავე ორმა ფრანგულმა კომპანიამ მოიპოვა. ინფორმაციას, წყაროზე დაყრდნობით, Le Monde ავრცელებს.

ემანუელ მაკრონის მიმოწერიდან 9 გიგაბაიტის მონაცემებმა ინტერნეტში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე გაჟონა, ამ ინციდენტს  MacronLeaks ეწოდა.

კიბერთავდასხმის უკან ის დაჯგუფებები დგანან, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების საარჩევნო პროცესებში ჩარევასა და ანტიდოპინგურ ორგანიზაციებზე კიბერთავდასხმებს ახორციელებდნენ.  

კიბერთავდასხმაში ადანაშაულებს რუსეთს დიდი ბრიტანეთიც. ბრიტანეთის კომუნიკაციების მინისტრის თქმით, ინფორმაციის გაჟონვის გამო ვებსაიტ "რედითზე" 61 ანგარიში დაიხურა. ინფორმაცია გაერთიანებულ სამეფოსა და შეერთებულ შტატებს შორის საიდუმლო მოლაპარაკებებს ეხებოდა.

დღის ამბები