ფლორიდაში სამხედრო ბაზაზე განხორციელებულ თავდასხმას, შესაძლოა, ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭოს.
თავდასხმა გუშინ საუდის არაბეთის მოქალაქე სტუდენტმა განახორციელა, რომელიც ადგილზე წვრთნას გადიოდა. მან ბაზაზე ცეცხლი გახსნა. შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაშავდა.
ამერიკელმა სამხედროებმა თავდამსხმელის ადგილზე ლიკვიდაცია მოახდინეს. მომხდარს გამოძიების ფედერალური ბიურო იძიებს.