30 ნოემბერი 2024,   10:41
ვრცლად
პროტესტი მინსკში - დემონსტრანტები რუსეთთან ინტეგრაციას აპროტესტებენ და მოსკოვისგან თავისუფლებას ითხოვენ

მინსკში საპროტესტო გამოსვლებია. დემონსტრანტები რუსეთთან ინტეგრაციას აპროტესტებენ და ბელარუსის მოსკოვისგან თავისუფლებას ითხოვენ.

რესპუბლიკის სასახლესთან პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ინციდენტი მოხდა. სამართალდამცავებმა დემონსტრანტები სასახლის შესასვლელთან არ მიუშვეს.

დღეს ლუკაშენკო სოჭში ვლადიმერ პუტინს ხვდება, სადაც ორ ქვეყანას შორის უფრო ღრმა ინტეგრაციის შესახებ დოკუმენტი განიხილავენ. აქციაზე 700-ზე მეტი ადამიანი გამოვიდა, რომლებიც ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების გაფორმებას არ ეთანხმებიან.

დღის ამბები