30 ნოემბერი 2024,   10:37
ვრცლად
გურიაში ახალი ჰესის აშენების შემდეგ ელექტროენერგიით 250 ოჯახი მომარაგდება

გურიაში სოფელ ვაკიჯვარში მდინარე ნატანებზე 9 მეგავატიანი ჰესის მშენებლობის საკითხის განხილვას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

მოსახლეობა ჯერ კომპანიის წარმომადგენლებს, შემდეგ კი განსხვავებული აზრის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდა. დაპირისპირების შემდეგ ნაწილმა საჯარო განხილვა პროტესტის ნიშნად დატოვა.

ოზურგეთის რაიონში 9 მეგავატიანი სიმძლავრის ჰესის მშენებლობის წინააღმდეგი არიან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც.

ადგილობრივ მუნციპალიტეტში გარემოს ზემოქმედების შესახებ დასკვნებს ელოდებიან.

სოფელ ვაკიჯვარში მერიის წარმომადგენელი გიორგი მდინარაძე ამბობს, რომ მოსახლეობას შორის ურთიერთობის დაძაბვად არცერთი პროექტი არ ღირს.

"ნატანების 3" აშენებას სოფელ ვაკიჯვარში კომპანია "უნივერსალ ენერჯი" გეგმავს.

კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, სოფელში პროექტის განხორციელების შემდეგ ელექტროენერგიით 250 ოჯახი მომარაგდება და 10-15 ადამიანი დასაქმდება.

ეკონომიკის სამინისტროში კი ამბობენ, რომ თუ ჰესის მშენებლობით გარემოს მინიმალური ზიანი მიადგება, პროექტი არ განხორციელდება.

ოზურგეთის რაიონში ჰესის მშენებლობის საკითხზე მეორე საჯარო განხილვა დაახლოებით 2 თვეში გაიმართება სადაც და კომპანიის წამომადგენლები მოსახელობას კონკრეტულ დოკუმენტაციას წარუდგენენ, არის თუ არა საშიშროება, სოფლის უნიკალურ ბუნებას საფრთხე შეექმნას.

დღის ამბები