30 ნოემბერი 2024,   10:46
ვრცლად
კალანდიას ადვოკატი: მოწმეებმა კალანდიას დანაშაულის დამამტკიცებელი ფაქტები ვერ წარადგინეს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესზე დღეს, 3 მოწმე დაიკითხა. სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

ადვოკატის განცხადებით, მოწმეებმა მიხეილ კალანდიას დანაშაულებრივი მოქმედების აღწერა და დადასტურება ვერ შეძლეს.

"დაიკითხნენ ფარდულთან მყოფი სკოლის ბავშვები, რომლებმაც კონფლიქტი ნახეს, მაგრამ მათ მიხეილ კალანდიას დანაშაულებრივი მოქმედების აღწერა ვერ შეძლეს“, - აღნიშნა კალანდიას ადვოკატმა ზურაბ თოდუამ.

რაც შეეხება საქმის პროკურორს, მისი თქმით, ყველა მოწმის ჩვენება მნიშვნელოვანია. 

"ყველა მოწმის ჩვენება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად მნიშვნელოვანია, როგორც უშუალოდ დანაშაულებრივი ქმედებების, ასევე სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომლებიც ერთობლიობაში უნდა შეაფასდეს,“ -განაცხადა პროკურორმა მირიან მეგრელიშვილმა.

დღის ამბები