30 ნოემბერი 2024,   10:48
ვრცლად
ახალგაზრდა კაცის გაუპატიურების საქმე - დანაშაულში ბრალდებული ყოფილი პოლიციელის სასამართლო პროცესი დაიხურა

ახალგაზრდა მამაკაცის გაუპატიურებაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელის სასამართლო პროცესი დაიხურა. გადაწყვეტილება მოსამართლემ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო. პროკურორმა დავით პაპავამ სხდომაზე განაცხადა, რომ ვინაიდან საქმე სქესობრივ დანაშაულს ეხება, დაზარალებულის ინტერესიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიიჩნევს, სხდომა დაიხუროს.

მის შუამდგომლობას დაეთანხმა დაცვის მხარეც და დაამატა, რომ საფრთხეს ხედავს, რომ მედიამ ინფორმაცია არასწორი ინტერპრეტაციით გაავრცელოს.

ჩხოროწყუელი სამართალდამცავი გაუპატიურების ბრალდებით მოსამართლის განჩინებით დააკავეს.   

დღის ამბები