30 ნოემბერი 2024,   10:48
ვრცლად
სასამართლოში პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების გავრცელების საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების გავრცელების საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

სხდომაზე მხარეები შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ. საუბარია გამოძიებაზე, რომლის ფარგლებშიც სამართალდამცავებმა, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო ჩანაწერის შენახვისა და გავრცელების ბრალდებით 20 პირი დააკავეს.

„ბრალდების მხარე მათ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების  მოპოვებას, შენახვასა და გავრცელებას ედავება. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირები არცერთ ნაწილში არ ცნობენ თავს დამნაშავედ, გამომდინარე იქიდან, რომ მათ აღნიშნული ვიდეო არც მოუპოვებიათ, არც შეუნახავთ და არც გაუვრცელებიათ. აღნიშნული კადრები ოთხი საათის განმავლობაში იდო საჯარო სივრცეში, შესაბამისად, უკვე გავრცელებული ვიდეოს კიდევ გავრცელება ვერ ჩაითვლება ამ მუხლის შემადგენელ ნაწილად“, - განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა,  ეკატერინე მაჭარაშვილმა.

იმავეს ამბობენ და თვლიან, რომ ამის გამო ბრალის წაყენება აბსურდულია.

"არ მჯერა, რომ საჯარო სივრცეში გავრცელებული რამ შეიძლება გახდეს იმის საფუძველი, რომ ვიღაცის წინააღმდეგ საქმე აღძრან, ვგულისხმობ საჯარო სივრცეში არსებული ვიდეოს ნახვას და არა მის უკანონოდ მოპოვებას. მე ეს ვიდეო უბრალოდ ვნახე და ვთვლი, რომ ეს ყველაფერი აბსურდის მასშტაბებს სცდება“, - აღნიშნა ერთ-ერთმა ბრალდებულმა, გიორგი კასრაძემ.

დღის ამბები