30 ნოემბერი 2024,   11:26
ვრცლად
"ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომას პარტიის გენერალური მდივანი არ ესწრება

"ქართული ოცნების" ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა დაიწყო.  უმრავლესობის წევრების ნაწილი ოფისში უკანა შესასვლელიდან შევიდა. სხდომაზე არ მისულა პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე.

უმრავლესობის შეკრებას "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეც ესწრება. 

უმრავლესობის სხდომაზე მთავარი განსახილველი საკითხი მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილის მიერ მომზადებული კანონპროექტი იქნება, რომელიც სრულად მაჟორიტარული სისტემის ამოქმედებას ეხება. უმრავლესობის წევრთა ნაწილმა ოფისში შესვლამდე ღიად განაცხადა, რომ დიმიტრი ხუნდაძის და მისი თანამოაზრეების ინიციატივა გაუმართლებლად და უპერსპექტივოდ მიაჩნიათ.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, კახა კალაძე ამ წუთებში გლდანის რაიონის გამგეობის ანგარიშს ისმენს, რის გამოც მან უმრავლესობის შეხვედრაზე დასწრება ვერ შეძლო. 

დღის ამბები