30 ნოემბერი 2024,   10:34
ვრცლად
არეულობა საფრანგეთში - მაკრონის საპენსიო რეფორმამ მასშტაბური საპროტესტო აქციები და გაფიცვა გამოიწვია

პარიზში, ლიონში, ბორდოსა და საფრანგეთის სხვა ქალაქებში მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები დღის მეორე ნახევარში დაიწყო. დემონსტრანტები პოლიციელებს ალმოდებულ ნივთებსა და ქვებს ესვრიან.

ლიონის ცენტრში დემონსტრანტები ჯიხურებსა და სანაგვე ურნებს ცეცხლს უკიდებენ. ქალაქში პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ამ დროისთვის 70 ადამიანია დაკავებული.

მასშტაბურ დემონსტრაციაში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა პროფესიების წარმომადგენლები, მათ შორის მასწავლებლები, მძღოლები, სამართალდამცველები, ექიმები და ავიადისპეჩერები. გაფიცვის გამო საფრანგეთის მრავალ სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა. გადაიდო ავიარეისები. შეწყდა სარკინიგზო და სატრანსპორტო მიმოსვლა. დაიხურა მაღაზიები და შეზღუდულად მუშაობენ საავადმყოფოები.

"ის რაც ახლა ხდება, გვაჩვენებს თუ რამხელა ბრაზი არსებობს საზოგადოებაში. დაქირავებული მუშა ხელის 55% გაფიცულია. ეს არის უპრეცენდენტო რაოდენობა. სანამ მთვარობა ხალხის აზრს არ გაითვალისწინებს, აქციები გაგრძელდება," - აცხადებს აქციის მონაწილე ფილიპ მარტინეზი

აქციის მონაწილის მაია კლოდის თქმით, მოსახლეობის უმეტესობა პრეზიდენტ მაკრონის რეფორმების წინააღმდეგია და იმ შემთხვევაში, თუ კანონს მიიღებენ, ეს მათი შემოსავლის შემცირებას გამოიწვევს, რაც მათთვის მიუღებელია.

ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციები და საყოველთაო გაფიცვა ემანუელ მაკრონის საპენსიო რეფორმამ გამოიწვია. საფრანგეთის პრეზიდენტის ახალი მოდელით პენსიის ოდენობა დაგროვილ ქულებზე იქნება დამოკიდებული.

"მთავრობას ახალი უნივერსალური სისტემის შემოღება უნდა. ალბათ ფიქრობენ რომ ჩვენ ძველ მოდური ხალხი ვართ, რადგან ამ ინიციატივას ვეწინააღმდეგებით. მე რომ სახლი არ მქონდეს, ამ მოდელით არ ვიცი როგორ ვიცხოვრებ. ამ რეფორმით ცხოვრების დონე დაიწევს," - აცხადებს აქციის მონაწილე სარა გუდეკი

პოლიცია ამ დრომდე ვერ ახერხებს ქუჩებში წესრიგის დამყარებას. ქვეყნის დიდ ქალაქებში მასშტაბური გაფიცვა 9 დეკემბრამდე გაგრძელდება.

დღის ამბები