30 ნოემბერი 2024,   10:45
ვრცლად
საკადრო ცვლილებები ოკუპირებულ აფხაზეთში - გალის ადმინისტრაციის დე ფაქტო ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის გალის რაიონის ადმინისტრაციის დე ფაქტო ხელმძღვანელი თემურ ნადარაია დე ფაქტო პრეზიდენტის ბრძანებით თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამ პოსტზე მას ომარ ბგანბა შეცვლის, რომელიც ამ დრომდე გულრიფშის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა. ნადარაიას თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

ამასთან, ე.წ პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ დე ფაქტო პარლამენტს განსახილველად წარუდგინა ე.წ გენერალური პროკურორის კანდიდატურაც. დე ფაქტო უწყების ხელმძღვანელის პოსტზე 38 წლის ადგურა აგრბაა წარდგენილი.

დღის ამბები