30 ნოემბერი 2024,   10:24
ვრცლად
ბავშვთა პორნოგრაფია - დაკავებულია 11 პირი, არასრულწლოვნების მშობლები და პედაგოგი

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა  არასრულწლოვნებით ვაჭრობისა და მათი გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების უკანონოდ დამზადება-გასაღების ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფის კიდევ 11 წევრი - არასრულწლოვნების მშობლები და პედაგოგი დააკავეს. განცხადება ამის შესახებ შსს-ში საგანგებო ბრიფინგზე გაკეთდა.

ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულებს პორნოგრაფიული ნაწარმოებების დამზადებაში ჩაბმული ჰყავდათ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. მშობლებს, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, ბავშვები მიჰყავდათ აშშ-ის მოქალაქის მიერ თბილისში კონსპირაციულად მოწყობილ ფოტოსალონში, სადაც  არასრულწლოვნებს პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალას უღებდნენ, უცხოეთში შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

ასევე დაკავებულია არასრულწლოვნების  სკოლის პედაგოგი, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ბავშვების შერჩევაში და მიმდინარე წლის სექტემბერში დაკავებულ აშშ-ის მოქალაქეს დანაშაულებრივი საქმიანობის განხორციელებაში ეხმარებოდა.

ამავე საქმეზე სექტემბრის თვეში შსს-მ 11 ადამიანი დააკავა. სულ დაკავებულია 22 პირი. ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები