საფრანგეთის ალპებში რუსი ჯაშუშების ბაზა აღმოაჩინეს.
როგორც ფრანგული "ლე მონდი" წერს, დასავლელი სპეცსამსახურები, ჯაშუშების კვალზე სკრიპალების საქმის გამოძიების დროს გავიდნენ.
15 რუსი ჯაშუში სამხედრო დაზვერვის ელიტური ქვედანაყოფის თანამშრომლები არიან.
გამოცემის ცნობით, რუსი ჯაშუშები ალპებიდან სხვადასხვა ოპერაციებს, მათ შორის საბოტაჟის აქტებსა და შეკვეთილ მკვლელობებს, მთელ ევროპაში აწყობდნენ.